ნიკოლოზ სამხარაძე - დიდი ბრიტანეთის სამიტში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ჩვენი წინადადება, რომელიც ენერგოუსაფრთხოებას ეხებოდა საბოლოო დეკლარაციაში აისახა
ნიკოლოზ სამხარაძე - დიდი ბრიტანეთის სამიტში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ჩვენი წინადადება, რომელიც ენერგოუსაფრთხოებას ეხებოდა საბოლოო დეკლარაციაში აისახა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც დიდი ბრიტანეთში გაიმართა, საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერს საშუალება ჰქონდა, ორმხრივ ფორმატში ევროკავშირის, სხვა სახელმწიფოების ლიდერებს გასაუბრებოდა.

„საქართველოს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში მნიშვნელოვანია. მართალია, ცოტა ამორფული საზოგადოებაა და ეს ინტეგრაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს, თუმცა კარგი პლატფორმაა, რომ საშუალება გვქონდეს, ვეკონტაქტოთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი წინადადება, რაც დაკავშირებადობას და ენერგოუსაფრთხოებას ეხებოდა, აისახა საბოლოო დეკლარაციაში. ასევე, პრემიერს საშუალება ჰქონდა, ორმხრივ ფორმატში ევროკავშირის, ასევე სხვა სახელმწიფოების ლიდერებს გასაუბრებოდა. ასეთი სახის შედეგები სასარგებლოა და მასში მონაწილეობას ყოველსთვის მივიღებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო მონაწილეობა.