ნიკოლოზ სამხარაძე - არათანმიმდევრული პოლიტიკის გამოა, რომ ოპოზიციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, წარმატების არანაირი შანსი არ ექნებათ, თუ გაერთიანდებიან
ნიკოლოზ სამხარაძე - არათანმიმდევრული პოლიტიკის გამოა, რომ ოპოზიციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, წარმატების არანაირი შანსი არ ექნებათ, თუ გაერთიანდებიან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ არათანმიმდევრულები არიან.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ ხალხს მათ მიმართ ნდობა არ აქვს.

„არ აქვთ ღირებულებათა სისტემა და მკაფიოდ გამოხატული პოზიცია არცერთ საკითხზე. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. თემებიდან თემაზე ხტიან, რაც ამომრჩევლის თვალში მათ დისკრედიტაციას იწვევს. არ შეიძლება, ერთ დღეს ერთს ამბობდე, მეორე დღეს – მეორეს, რადიკალურად ცვლიდე პოზიციას იმის მიხედვით, რა გაწყობს და რა – არა. მათ წარსულში ჩადენილ ცოდვებს არ განვიხილავ, მაგრამ არათანმიმდევრული პოლიტიკის გამოა, რომ მათ მიმართ ნდობა ძალიან დაბალია და წარმატების არანაირი შანსი არ ექნებათ, თუ გაერთიანდებიან. იმ ამომრჩეველსაც დაკარგავენ, ვინც ახლა უჭერს მხარს. თვეების, წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ტყუილს როცა იმეორებ, ერთსა და იმავე სიყალბეში აცხოვრებ საზოგადოებას, გყავს წევრები, რომლებიც ვითომ რუსეთს ებრძვიან და თან რუსეთის ბიუჯეტიდან პერიოდულად ხელფასს იღებენ, ამას ქართული საზოგადოება ხედავს და არ აქვთ იმედი, რომ ასეთმა ოპოზიციამ შეიძლება, ოდესმე მათი ინტერესი წარმოადგინოს პარლამენტში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.