ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას, პოლარიზაციას სხვა მიზეზები აქვს და ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ
ნიკოლოზ სამხარაძე - არ მგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას, პოლარიზაციას სხვა მიზეზები აქვს და ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ

არ მგონია, რომ შეწყალება შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას ან ახლა, ან მომავალში, რადგან პოლარიზაციას სხვა მიზეზები აქვს და საკმაოდ ღრმა ფესვები. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინმე თუ იტყვის, რომ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებით საქართველოში პოლარიზაცია შემცირდა, ამის დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს.

„არ მაქვს, შეგრძნება, რომ შეწყალება იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, რადგან მსგავსი შეწყალებები მანამდეც გვინახავს – იყო უგულავას, მელიასა და რურუას შეწყალება. ვინმე თუ იტყვის, რომ ამ შეწყალებით საქართველოში პოლარიზაცია შემცირდა, ამის დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიყვანოს.

გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ადამიანის შეწყალებით პოლარიზაცია არ მცირდება, რადგან პოლარიზაცია არ არის მიზეზი იმის, რომ ვიღაც შეწყალებულია ან არაა. სხვა მიზეზებია. არ მგონია, რომ შეწყალება შეუწყობს ხელს დეპოლარიზაციას ან ახლა, ან მომავალში, რადგან პოლარიზაციას სხვა მიზეზები აქვს და საკმაოდ ღრმა ფესვები. ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.