ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს
ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს

ნიკოლოზ გაგუა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ნიკოლოზ გაგუას თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობები ასევე დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, სებ-ის საბჭოში სულ ცხრა წევრია, თუმცა ამჟამად ის შვიდი პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც ოთხი პოზიცია აღმასრულებელ პირებს – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არ არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა ხუთზე ნაკლებია.