ნიკოლოზ ჩხეტიანმა ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერა
ფონდ ,,ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია ფოთში იმყოფებოდნენ.
მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები დაათვალიერეს.
„ვეცნობით ისტორიულ ძეგლებს და ვიხილავთ პერსპექტივაში მათი აღდგენის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.