ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი - ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია

ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერესების დამცველის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეში არსებულ ჩვენებაში არსად წერია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ქონია. ნიკოლოზ ბასილაშვილი იმყოფებოდა თავის შვილთან ერთად საკუთარ ოჯახში, სადაც მივიდა ყოფილი მეუღლე და, როგორც თვითონ აცხადებს, მოაწყო ის, რაც მოაწყო. ფაქტია, ბავშვს მოჰკიდა ხელი და გააცილა მამას.

არავითარი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა. ჩვენებაში არსად წერია, რომ მამამ დედაზე იძალადა“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.

გამოძიება ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ედავება. ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.