პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

12:57, 24.05.2020

საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურატურის ინფორმაციით,  ბასილაშვილს ბრალდება წარედგინა ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

„საქართველოს პროკურატურამ ნ.ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“,- აღნიშნავენ პროკურატურაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის აღკვეთის შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობენ.

მსგავსი