ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავეს. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, ბასილაშვილის მიმართ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსჯელობენ. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სპორტსმენი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებითაა დაკავებული.