ნიკოლას სენდეროვიჩი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დათანხმდება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა
ვიმედოვნებთ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დათანხმდება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკომისიამ საფუძვლიანად შეაფასა, სად არის საქართველოს ადგილი და რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
„ევროკომისია მხარს უჭერს ამ რეკომენდაციას, მაგრამ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. ახლა 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მისცემენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რაც ერთი კვირის შემდეგ ევროპულ საბჭოზე მოხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლიდერები დათანხმდებიან ევროკომისიის რეკომენდაციას – საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა“, – ნიკოლას სენდეროვიჩმა.