ნიკოლას სენდეროვიჩი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დათანხმდება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა
ნიკოლას სენდეროვიჩი - ვიმედოვნებთ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დათანხმდება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა

ვიმედოვნებთ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერი დათანხმდება ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა განაცხადა.

​მისივე თქმით, ევროკომისიამ საფუძვლიანად შეაფასა, სად არის საქართველოს ადგილი და რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ევროკომისია მხარს უჭერს ამ რეკომენდაციას, მაგრამ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა. ახლა 27-მა წევრმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, მისცემენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რაც ერთი კვირის შემდეგ ევროპულ საბჭოზე მოხდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლიდერები დათანხმდებიან ევროკომისიის რეკომენდაციას – საქართველო იმსახურებს, იყოს კანდიდატი ქვეყანა“, – ნიკოლას სენდეროვიჩმა.