ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა
ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ მიტინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია კოლუმბიისადმი მოთმინებას იჩენდა. „თუმცა ჩვენ ვეღარ ვუყურებთ, როგორ ამზადებს კოლუმბია ვენესუელაზე თავდასხმას”, – განაცხადა მადურომ.
22 თებერვალს ვენესუელამ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ჩაკეტა, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება იგეგმება.