ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა
ნიკოლას მადურომ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა

ნიკოლას მადურომ მეზობელ კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა. მადურომ კოლუმბიელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 24-საათიანი ვადა მისცა. ამის შესახებ მადურომ კარაკასში გამართულ მიტინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი ადმინისტრაცია კოლუმბიისადმი მოთმინებას იჩენდა. „თუმცა ჩვენ ვეღარ ვუყურებთ, როგორ ამზადებს კოლუმბია ვენესუელაზე თავდასხმას”, – განაცხადა მადურომ.

22 თებერვალს ვენესუელამ კოლუმბიასთან დამაკავშირებელი სამი ხიდი ჩაკეტა, რომლითაც ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირება იგეგმება.