ნიკოლა სარკოზი - უკანონო დაფინანსების გამოძიებამ ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია
ნიკოლა სარკოზის განცხადებით, უკანონო დაფინანსების გამოძიებამ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მაგისტრატ სასამართლოში განაცხადა, სადაც 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დაფინანსების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
სარკოზიმ თქვა, რომ ბრალს „ფიზიკური სიცხადის“ გარეშე უყენებენ. გამოძიება საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ლიბიის სახელმწიფო ფინანსების მითვისებას და პასიურ კორუფციას ედავება. თავად სარკოზი ბრალდებებს უარყოფს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, 2011 წელს ლიბიაში არეულობის დროს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის გამო, ლიბიელი ბრალმდებლები შურისძიებას ცდილობენ. უკანონო დაფინანსების საქმეზე საფრანგეთში გამოძიება 2013 წელს დაიწყო.