სომხეთში ხუთი სამინისტრო უქმდება, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სომხეთში ფუნქციონირებას 12 სამინისტრო გააგრძელებს.
როგორც ფაშინიანი წერს, სამთავრობო სტრუქტურების რეფორმის პირველადი ვერსიის მიხედვით, დიასპორის საკითხებს პრემიერის აპარატი უხელმძღვანელებს.
სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა.