ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთში ხუთი სამინისტრო უქმდება
ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთში ხუთი სამინისტრო უქმდება

სომხეთში ხუთი სამინისტრო უქმდება, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ​

მისი თქმით, სომხეთში ფუნქციონირებას 12 სამინისტრო გააგრძელებს.

როგორც ფაშინიანი წერს, სამთავრობო სტრუქტურების რეფორმის პირველადი ვერსიის მიხედვით, დიასპორის საკითხებს პრემიერის აპარატი უხელმძღვანელებს.

სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ დეკემბერში საუბრობდა.