ნიკოლ ფაშინიანი-თუ მმართველი პარტია ხელისუფლებაში დარჩება, არჩევნებს აზრი არ ექნება
ოპოზიციონერი დეპუტატი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს. ფაშინიანის თქმით, თუ სომხეთის მმართველი რესპუბლკური პარტია ხელისუფლებაში დარჩება, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს .
„ უკვე ნათელია, რესპუბლიკურ პარტიაში თვლიან, რომ მოსახლეობას დააკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ სარგსიანი გადადგა. ამ სიტუაციაში ნათლად უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მსგავსი სცენარი რევოლუციის სიაში ვერ ჩაითვლება”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ფაშიანიანი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება . იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს მმართველი გუნდი ჩაატარებს, ფაშინიანი საარჩევნო უბნების პარალიზებას აპირებს.
ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა, სერჟ სარგსიანმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 აპრილს გააკეთა . მანამდე, ერევანში 10 დღე საპროტესტო აქციები იმართებოდა.