ნიკოლ ფაშინიანი-თუ მმართველი პარტია ხელისუფლებაში დარჩება, არჩევნებს აზრი არ ექნება

10:46, 25.04.2018

ოპოზიციონერი დეპუტატი და აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აპირებს. ფაშინიანის თქმით, თუ სომხეთის მმართველი რესპუბლკური პარტია ხელისუფლებაში დარჩება, არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს .

„ უკვე ნათელია, რესპუბლიკურ პარტიაში თვლიან, რომ მოსახლეობას დააკმაყოფილებს ის ფაქტი, რომ სარგსიანი გადადგა. ამ სიტუაციაში ნათლად უნდა დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, მსგავსი სცენარი რევოლუციის სიაში ვერ ჩაითვლება”,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშიანიანი ამბობს, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება . იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს მმართველი გუნდი ჩაატარებს, ფაშინიანი საარჩევნო უბნების პარალიზებას აპირებს.

ყოფილმა პრემიერ-მინსტრმა, სერჟ სარგსიანმა  გადადგომის შესახებ განცხადება  23 აპრილს გააკეთა . მანამდე, ერევანში 10 დღე საპროტესტო აქციები იმართებოდა.

მსგავსი