ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება
რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აზერბაიჯანი საზღვარზე ვითარების გამწვავებით ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები.
„ამრიგად, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა შემაშფოთებელია“.