ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება
ნიკოლ ფაშინიანი - რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება

რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, მთავრობის საგანგებო სხდომაზე ისაუბრა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აზერბაიჯანი საზღვარზე ვითარების გამწვავებით ცდილობს, შიდა პრობლემები მეორე პლანზე გადაიტანოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პროვოკაციულ ქმედებებს მკაცრად გმობს და აღნიშნა, რომ დილიდან ისევ განახლდა სროლები.

„ამრიგად, რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისადმი თურქეთის მიდგომა შემაშფოთებელია“.

 

დატოვე კომენტარი