ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ქალაქ გიუმრისკენ მიემართება [ფოტო]
სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, მხარდამჭერებთან ერთად, ერევნიდან, ქუჩიდან ქალაქ გიუმრისკენ მიემართება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში პროტესტი დედაქალაქიდან სომხეთის რეგიონებში გადაინაცვლებს.
1-ელ მაისს კი დედაქალაქის ცენტრში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.