ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ქალაქ გიუმრისკენ მიემართება [ფოტო]

15:39, 27.04.2018

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, მხარდამჭერებთან ერთად, ერევნიდან, ქუჩიდან ქალაქ გიუმრისკენ მიემართება, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ერევნიდან იუწყება.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მომდევნო ორი დღის განმავლობაში პროტესტი დედაქალაქიდან სომხეთის რეგიონებში გადაინაცვლებს.

1-ელ მაისს კი დედაქალაქის ცენტრში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

 

მსგავსი