სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი დროებით შესვენებას აცხადებს.
„საკითხი ფაქტიურად გადაჭრილია. ყველა ფრაქციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩემს კანდიდატურას. ვაჩერებთ საპროტესტო გამოსვლებს და ვისვენებთ”,- განცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ 8 მაისს დაგეგმილ, პრემიერ- მინისტრის არჩევნებზე ხმას იმ კანდიდატს მისცემს, რომელიც დეპუტატთა ერთი მესამედის მხარდაჭერას მოიპოვებს.
„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არ არის ბრძოლა ჩემი პრემიერ- მინისტრობისთვის, ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ დავღლილვართ და არც დავიღლებით“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა .