ნიკოლ ფაშინიანი დროებით შესვენებას აცხადებს
ნიკოლ ფაშინიანი დროებით შესვენებას აცხადებს

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი დროებით შესვენებას აცხადებს.

„საკითხი ფაქტიურად გადაჭრილია. ყველა ფრაქციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჩემს კანდიდატურას. ვაჩერებთ საპროტესტო გამოსვლებს და ვისვენებთ”,- განცხადა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ” განაცხადა, რომ 8 მაისს დაგეგმილ, პრემიერ- მინისტრის არჩევნებზე ხმას იმ კანდიდატს მისცემს, რომელიც დეპუტატთა ერთი მესამედის მხარდაჭერას მოიპოვებს.

„მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არ არის ბრძოლა ჩემი პრემიერ- მინისტრობისთვის, ეს არის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის, კანონის უზენაესობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ დავღლილვართ და არც დავიღლებით“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა .