ნიკოლ ფაშინიანი - დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა
დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა, მით უმეტეს, რომ დღემდე ჩვენ რეალურად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის საპასუხოდ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს როგორც სომხეთს, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას და ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა სომხეთი აზერბაიჯანის მხრიდან, სულ მცირე, სამჯერ გახდა აგრესიის მსხვერპლი.