ნიკოლ ფაშინიანი - დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა
ნიკოლ ფაშინიანი - დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა

დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ​გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა, მით უმეტეს, რომ დღემდე ჩვენ რეალურად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის საპასუხოდ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს როგორც სომხეთს, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას და ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა სომხეთი აზერბაიჯანის მხრიდან, სულ მცირე, სამჯერ გახდა აგრესიის მსხვერპლი.