სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აქციაზე მივიდა. დემონსტრანტები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
რამდენიმე წუთში ის შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია.
ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.
ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში მომხრეებთან შესახვედრად გადის.