ნიკოლ ფაშინიანი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს

21:12, 01.05.2018

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი აქციაზე მივიდა. დემონსტრანტები მას აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

რამდენიმე წუთში ის შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

სომხეთის პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია.

ფაშინიანის კანდიდატურას 45-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 55 წინააღმდეგი იყო. პრემიერის თანამდებობაზე ასარჩევად ფაშინიანს სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

განმეორებითი კენჭისყრა ერთ კვირაში უნდა გაიმართოს. თუ პრემიერის არჩევა მაშინაც ვერ მოხერხდება, 40-დღიან ვადაში პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დღეს მხოლოდ ერთი, ნიკო ფაშინიანის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კანონმდებლობით შესაძლებელია, განმეორებითი კენჭისყრის დროს სხვა კანდიდატებიც დასახელდეს.

ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში მომხრეებთან შესახვედრად გადის.

მსგავსი