ნიკოლ ფაშინიანი - აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კავშირისთვის საგუშაგოების გახსნაზე სომხეთი აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება
აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კავშირისთვის საგუშაგოების გახსნაზე სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
„უკვე რამდენიმე თვეა, ოფიციალურად ვრცელდება სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამი საგუშაგოს გახსნის შესახებ აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება“, – წერს სომხეთის მთავრობის მეთაური „ტვიტერში“.