ნიკოლ ფაშინიანი – აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კავშირისთვის საგუშაგოების გახსნაზე სომხეთი აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება
აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კავშირისთვის საგუშაგოების გახსნაზე სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
„უკვე რამდენიმე თვეა, ოფიციალურად ვრცელდება სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების პროექტი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამი საგუშაგოს გახსნის შესახებ აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანისგან დადებით რეაქციას ელოდება“, – წერს სომხეთის მთავრობის მეთაური „ტვიტერში“.
A draft decision of @armgov on opening of 3 checkpoints on the #Armenian–#Azerbaijani border to provide connection between eastern #Azerbaijan & #Nakhchivan is being formally circulated for several months. Government of #Armenia is waiting for positive reaction from Azerbaijan.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) October 17, 2022