ნიკოლ ფაშიანიანი - სომხეთი და არცახი პროპორციულ საომარ-პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, დაარღვიოს უსაფრთხოება რეგიონში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი და არცახი აზერბაიჯანს პროპორციულ პასუხს გასცემენ. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ტვიტერში“ დაწერა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ აზერბაიჯანი თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე აგრესიული ქმედებების არეალს აფართოებს.
„სომხეთი და არცახი პროპორციულ საომარ-პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომ დაარღვიოს მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.