ნიკოლ ფაშიანიანი – სომხეთი და არცახი პროპორციულ საომარ-პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, დაარღვიოს უსაფრთხოება რეგიონში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი და არცახი აზერბაიჯანს პროპორციულ პასუხს გასცემენ. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ტვიტერში“ დაწერა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი წერს, რომ აზერბაიჯანი თურქეთის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერით სომხეთის ტერიტორიაზე აგრესიული ქმედებების არეალს აფართოებს.
„სომხეთი და არცახი პროპორციულ საომარ-პოლიტიკურ პასუხს გასცემენ აზერბაიჯანის მცდელობებს, რომ დაარღვიოს მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.
Azerbaijan, with active encouragement, political and military support of #Turkey, is expanding geography of hostilities to territory of Armenia. #Armenia and #Artsakh will give adequate military-political response to Azerbaijan’s attempts to undermine regional #security & #peace
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) September 29, 2020