ნიკარაგუას ქარიშხალი „იოტა“ დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის ქარიშხლის ეროვნული ცენტრის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 260 კილომეტრ საათს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ქარიშხალი მეხუთე კატეგორიამდეა.
სტიქიის გამო ნიკარაგუაში, გვატემალასა და ჰონდურასში სანაპიროზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მეტეოროლოგები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ქარიშხალს ძლიერი ღელვა და გადაუღებელი წვიმა ერთვის, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„იოტა“ 2020 წელს ატლანტის ოკეანეში წარმოქმნილ ქარიშხლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.