ნიკა სიმონიშვილი - კონფესიების მოწოდება სახელმწიფოს მიმართ, რომ არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
მნიშვნელოვანია, ყველას, მიუხედავად იმისა, რომელი ჯგუფის თუ ნიშნის კუთვნილება აქვს მას, შეეძლოს თავისი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა. ეს ყველას უფლებაა და ყველას უნდა შეეძლოს ამ უფლებით სარგებლობა, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.
„სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ერთის მხრივ არ შეზღუდოს ასეთი შეკრების ჩატარება. მეორეს მხრივ, ვალდებულება აქვს, ხელი შეუწყოს ამ უფლებით სარგებლობაში. აქედან გამომდინარე, კონფესიების მოწოდება და მითითება სახელმწიფოს მიმართ, რომ არ დაუშვას ასეთი ღონისძიების ჩატარება, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მართალია, კონფესიების ნაწილმა განცხადება გააკეთა, რომ ძალადობას არ მიესალმებიან, თუმცა აუცილებელია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას მხრიდან მკაფიო მოწოდება იყოს. ისინი არ უნდა მიუთითებდნენ სახელმწიფოს, თუ ვის უნდა შეეძლოს კონკრეტული უფლებით სარგებლობა და ვის-არა“,- განაცხადა სიმონიშვილმა.