ნიკა ობოლაძე - სალომე ზურაბიშვილის ვალია, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვები არ იქნება გულწრფელი
ნიკა ობოლაძე - სალომე ზურაბიშვილის ვალია, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვები არ იქნება გულწრფელი

ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და დასავლელ მეგობრებს, სალომე ზურაბიშვილის ვალია, გაათავისუფლოს ოპოზიციის მთავარი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრობიდან, სხვა შემთხვევაში მისი სიტყვები არ იქნება გულწრფელი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

ობოლაძის თქმით, სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.

„სალომე ზურაბიშვილი თუ არის გულწრფელი იმ საუბარში, როდესაც ამბობს, რომ ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, დასავლელ მეგობრებს, აანონსებს ოპოზიციის გაუქმებას, ის უნდა იყოს გულწრფელი ქმედებებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე, ყველაზე უფრო დიდი მხარდაჭერა აქვს ოპოზიციაშიც, ხელისუფლების წარმომადგენლებიდანაც, უნდა გაათავისუფლოს უსამართლო პატიმრობისგან. სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. Მაშინ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებთან ერთად, ქმედებებიც იქნება გულწრფელი. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მეგობრებს, ქართველი ხალხის ერთიანობას, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება შეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილის ვალია, გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი სააკაშვილი“, – განაცხადა ობოლაძემ.