ნიკა მელია - ვახტანგ მეგრელიშვილს ალბათ ჰგონია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდება, ის ვეღარ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ ღელავს
ნიკა მელია - ვახტანგ მეგრელიშვილს ალბათ ჰგონია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდება, ის ვეღარ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ ღელავს

მგონია, რომ ვახო მეგრელიშვილს უბრალოდ არ უნდა ახალი, ვადამდელი არჩევნები, – ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია საპარალამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ ვახტანგ მეგრელიშვილს.

„ვახო მეგრელიშვილთან მქონია არაერთხელ საუბარი. თუ რამე ამ წუთის მონაცემებითაც ვერ გაიგო, კვლავ შეუძლია, დამიკავშირდეს და ავუხსნი დაწვრილებით, კონკრეტულად რა აინტერესებს. მგონია, რომ ვახო მეგრელიშვილს უბრალოდ არ უნდა ახალი, ვადამდელი არჩევნები. ვფიქრობ, ვახოს ჰგონია, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ ჩატარდება ქვეყანაში და ჩატარდება, ის ვეღარ იქნება პარლამენტის წევრი და ამიტომ ღელავს, თქვენც ხომ ასე გგონიათ?“,- აღნიშნა მელიამ.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, მას აქვს კითხვა, არის თუ არა მზად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსასვლელად.

„ხალხი, რომელიც ვერ ლაპარაკობს, დებატებზე ვერ ჯდება, პირიქით, საკუთარ ტელევიზიას ვერ გასცდნენ, ეშინიათ ალტერნატიული აზრის, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს წინასწარ ჰქონდეთ განსაზღვრული, თუ არჩევნებს ვერ მოიგებენ, აუცილებლად რაღაც დაუმორჩილების და რევოლუციურ კამპანიას მოაწყობენ?“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.