ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსთავში, სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს.
სამართალდამცველებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დააკავეს.
ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. შსს აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ამასთან, „ნაცმოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციამ 21 პირი დააკავა.