ნიკა მელია - ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან  სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს
ნიკა მელია - ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს

ოპოზიციის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის ჩატებიდან ჟონავს ფრაზები: „საჭიროა მსხვერპლი“, „შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“.

მელიას თქმით, ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის, მათ შორის კობახიძისთვის, რომ ხელისუფლების რიგებიდან სამარცხვინო ბრიფინგები აღარ ჩაატაროს

„ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატობი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივარაგე უნდა დამარცხდეს. ადამაინს, რომელიც რასაც საუბრობს თავადაც არ სჯერა, მეტიც, წარმოდგენაც არაა აქვს, რასაც დაუწერენ იმას კითხულობს. ამიტომ ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში, მათ შორის ბატონი კობახიძისთვის, რომ აღარ იყოს ეს ადამიანი ვალდებული, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენოს შეურაცხყოფა და აღარ ჩაატაროს ხელისუფლების რიგებიდან ასეთი სამარცხვინო ბრიფინგები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.