ნიკა მელია - მადლობა პრეზიდენტს მიპატიჟებისთვის, მაგრამ საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ
ნიკა მელია - მადლობა პრეზიდენტს მიპატიჟებისთვის, მაგრამ საახალწლო ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში ხვალინდელ მიღებას არ დაესწრებიან.

მელიას თქმით, ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება.

„ვინაიდან ეს არის კლასიკური საახალწლო ტიპის მიღება, მადლობა მათ მიპატიჟებისთვის, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტიპის ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. მონაწილეობას მივიღებთ მას შემდეგ, როცა შეხვედრა გაიმართება იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ქალბატონმა ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.