სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიებისთვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს

15:26, 15.12.2021

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას გამართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს.

ღონისძიება ხვალ, 16 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი