ნიკა მელია - 29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და თავის დახრა მოუწევს
29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, – ასე ეხმაურება პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
„წარსულისა და მომავლის ჭიდილში წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“, – წერს ნიკა მელია.