ნიკა მელია – 29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და თავის დახრა მოუწევს

10:05, 23.04.2024

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს, – ასე ეხმაურება პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში 29 აპრილს „ქართული ოცნების“ ორგანიზებით დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

„წარსულისა და მომავლის ჭიდილში წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“, – წერს ნიკა მელია.

მსგავსი