ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს  რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალის ფორმულირებას გააცნობენ
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალის ფორმულირებას გააცნობენ

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირებს რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალის ფორმულირებას გააცნობენ. ბრალდებულების ადვოკატები და გამომძიებლები უკვე შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

დაკავებულ გიორგი კაველაძის ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია ბრალთან დაკავშირებით უცნობია.

„დღეს ვაპირებ შეხვედრას. გუშინ გვქონდა მოკლე შეხვედრა უსაფრთხოებიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე. დღეს მექნება საწყისი შეხვედრა, თუმცა კანონიდან გამომდინარე, 24 საათში სავალდებულოა ბრალის გაცნობა, რაც წარდგენილი ჰქონდა და შემდეგ მოკლე კონსულტაციებს გავაგრძელებ მომდევნო შეხვედრისთვის. გუშინ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, დღეს ტარდება, ბრალის გაცნობა. გუშინ იყო ფორმალური პროცედურები. ბრალად აქვს წარდგენილი ორი მუხლი“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ტურაზაშვილმა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ორი პირი გუშინ დააკავეს.

ნიკა კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. მიყენებული ჭრილობებისგან კვარაცხელია კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 20 სექტემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებდა. აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში.