ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და წარმოუდგენელი
ნიკა გვარამია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და წარმოუდგენელი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და წარმოუდგენელია.

„რუსთავი 2“-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ არ ყოფნას, პირველ რიგში, რომ არ ვთქვა, გადაწყვეტილება შოკის მომგვრელია და აბსოლუტურად წარმოუდგენელი, არ ვიქნები მართალი. იურისტი ვარ ყველაფერთან ერთად, ეს მართალია დაგავიწყდათ, მაგრამ ვარ და არც თუ ისე ცუდი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის სრულიად წარმოუდგენელი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.