ნიკა გვარამია - სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრისა და გულშემატკივრის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება
თბილისის ქუჩებში ბილბორდები გამოჩნდა, წარწერით – „არა ნაცებს! არა ბოროტებას!“. ბილბორდებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან გამოსახული.
ბილბორდზე გამოსახულთა შორისაა ნიკა გვარამია, რომელიც აღნიშნულს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
„და აი ამიერიდან, სრული მორალური უფლება მაქვს, ამის გამკეთებელი პარტიის ყველა წევრის და გულშემატკივარის დედა მოვიკითხო, ვისაც ამ ბილბორდზე პროტესტი არ უჩნდება და ღიად არ გამოხატავს. იმ უკადრებლისთვის, რაც არ უკადრია საქართველოს ისტორიაში არც ერთ პოლიტიკურ ძალას.
PS ვტკბები მორალური უპირატესობით და ვმკითხაობ, ერთი „ფაშისტი“ ენჯეოები რას იტყვიან“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.