ნიკა გვარამია გერმანიის ელჩზე აცხადებს - ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა
ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის ინტერვიუს, რომელშიც ის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასა და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ „ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით“.
„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არცოდნა“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქში“.