ნიკა გვარამია - აზერბაიჯანელო მეზობლებო, სალომე ზურაბიშვილი თქვენთვის დაგვითმია, წაათრიეთ და გყავდეთ
აზერბაიჯანელო მეზობლებო, სალომე ზურაბიშვილი თქვენთვის დაგვითმია, წაათრიეთ და გყავდეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.
ნიკა გვარამია ავრცელებს „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვგან აბდულაევი ქვემო ქართლში მედიისათვის გასაიდუმლოებული ვიზიტით ჩავიდა და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოღალატე ზურაბიშვილი – სოკარ-თველოს პრეზიდენტად! თქვენთვის დაგვითმია, აზერბაიჯანელო მეზობლებო! წაათრიეთ და გყავდეთ!“ – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.