ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ დამბოაში ტერაქტს 31 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის საშუალებით განახორციელა.
უცხოური მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობა უცნობია.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.