ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 37 მოქალაქე, მათ შორის 14 მცირეწლოვანი მოკლეს
ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა 37 მოქალაქე, მათ შორის 14 მცირეწლოვანი მოკლეს.
თავდასხმა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ბანიბანგუს დასახლებაში მოხდა, სადაც ისლამისტმა მებრძოლებმა გასულ წელს ასობით ადამიანი დახოცეს.
„ჰუმან რაითს ვოთჩის“ ანგარიშის მიხედვით, შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ტილაბერისა და ტაჰუას რეგიონში მხოლოდ მიმდინარე წელს 420 ადამიანი მოკლეს, ათობით ათასი პირი კი, იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.