ნიგერიაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.
Associated Press-ის ცნობით, თავდასხმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელმა მოაწყო. ინციდენტი ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.
როგორც პოლიციაში ამბობენ, თავდამსხმელი მეჩეთში მაშინ შევიდა, როდესაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.