ნიგერიაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა

13:38, 21.11.2017

ნიგერიაში, მეჩეთში აფეთქების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა.

Associated Press-ის ცნობით, თავდასხმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელმა მოაწყო. ინციდენტი ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

როგორც პოლიციაში ამბობენ, თავდამსხმელი მეჩეთში მაშინ შევიდა, როდესაც მორწმუნეები დილის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

 

მსგავსი